წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიულად მბოჭავ ხელშეკრულებას მომხმარებელსა
(შემდგომში „დამსაქმებელი“) და შპს „ფაინდჯობ“ (ს/კ 4012340) შორის.
1. მომსახურების აღწერა
1.1. პლატფორმა Findjob.ge წარმოადგენს სარეკლამო/დასაქმების სივრცეს, სადაც კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ ვაკანსიები.
1.2. პლატფორმა არ წარმოადგენს დასაქმების სააგენტოს იმ გაგებით, რომ იგი არ მონაწილეობს შერჩევის პროცესში. პლატფორმა მხოლოდ უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას.
2. ვაკანსიის განთავსება და ვადა
2.1. ვაკანსია საიტზე განთავსდება 30 კალენდარული დღის ვადით, რის შემდეგაც იგი ავტომატურად იშლება/არქივდება.
2.2. დამსაქმებელი პასუხისმგებელია ვაკანსიის შინაარსზე. აკრძალულია დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი ან საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მყოფი განცხადების დადება.
2.3. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, გააფრთხილოს დამსაქმებელი და წესების დარღვევის შემთხვევაში წაშალოს ვაკანსია ან გააუქმოს მომხმარებლის პროფილი.
3. ინტელექტუალური საკუთრება
3.1. დამსაქმებელი თავად ტვირთავს კომპანიის ლოგოსა და სავაჭრო ნიშანს. დამსაქმებელი ადასტურებს, რომ ფლობს ყველა საჭირო უფლებას აღნიშნულ მასალაზე.
3.2. შპს „ფაინდჯობ“ არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის საავტორო უფლებების დარღვევაზე, რომელიც გამოწვეულია დამსაქმებლის მიერ ატვირთული კონტენტით.
4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
4.1.შპს „ფაინდჯობ“ არ აგებს პასუხს ვაკანსიაში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე.
4.2. პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი მაძიებელთა კვალიფიკაციაზე ან მათ მიერ დამსაქმებელთან გაგზავნილ ინფორმაციაზე.
5. დავების გადაწყვეტა
5.1. ნებისმიერი დავა მხარეებს შორის წყდება მოლაპარაკების გზით.
5.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიულად მბოჭავ ხელშეკრულებას მომხმარებელსა
(შემდგომში „დამსაქმებელი“) და შპს „ფაინდჯობ“ (ს/კ 4012340) შორის.
1. მონაცემთა შეგროვება
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მომსახურების მისაღებად:
• კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ–ფოსტა, ოფისის
მისამართი, კომპანიის შესახებ ინფორმაცია.
2. Cookies (ქუქი ფაილები)
ჩვენი საიტი იყენებს „ქუქი“ ფაილებს საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად და სტატისტიკური მონაცემების ასაგროვებლად (მაგ. ვიზიტორების რაოდენობა). მომხმარებელს შეუძლია შეზღუდოს ქუქი ფაილები ბრაუზერის პარამეტრებიდან.
3. მესამე მხარეებთან გაზიარება
3.1. ვაკანსიები შესაძლოა გაზიარდეს სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, Tik-Tok LinkedIn) არჩეული პაკეტის შესაბამისად. ან და პლატფორმა Findjob-ს მარკეტინგული საქმიანობისთვის.
3.2. ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს მარკეტინგული მიზნებისთვის
4. უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე სტანდარტებს თქვენი მონაცემების დასაცავად, თუმცა ინტერნეტის საშუალებით მონაცემთა გადაცემა არ არის 100%-ით უსაფრთხო და ჩვენ ვერ ვიძლევით აბსოლუტურ გარანტიას.