წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში — „პირობები“) არეგულირებს შპს ფაინდჯობ-ს (ს/ნ: 412799565, შემდგომში — „კომპანია“, „ჩვენ“) მიერ ოპერირებადი ონლაინ პლატფორმის— FindJob (შემდგომში — „პლატფორმა“) გამოყენების წესებს.
პლატფორმაზე რეგისტრაციით, შესვლით ან ნებისმიერი სერვისის გამოყენებით მომხმარებელი(შემდგომში — „მომხმარებელი“) ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება წინამდებარე პირობებს.
1. პლატფორმის სამართლებრივი სტატუსი
1.1. პლატფორმა წარმოადგენს ონლაინ დასაქმების შუამავლურ სერვისს, რომელიც უზრუნველყოფსდამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის ინფორმაციის გაცვლას.
1.2. კომპანია არ წარმოადგენს დამსაქმებელს, დასაქმების სააგენტოს ან შრომითი ხელშეკრულებისმხარეს.
1.3. კომპანია არ იძლევა დასაქმების გარანტიას და არ არის პასუხისმგებელი დასაქმების შედეგზე.
2. რეგისტრაცია და ანგარიში
2.1. პლატფორმაზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ფიზიკური პირებისთვის(კანდიდატებისთვის), ასევე იურიდიული პირებისთვის (დამსაქმებლებისთვის).
2.2. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფოსტისა და პაროლის საშუალებით.
2.3. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მითითებული მონაცემების სიზუსტე, სისრულე და განახლება.
2.4. აკრძალულია სხვისი სახელით რეგისტრაცია ან ყალბი ანგარიშის შექმნა.
2.5. კომპანიის მიერ დუბლირებული ან საეჭვო ანგარიშის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიაუფლებამოსილია წაშალოს ან დაბლოკოს შესაბამისი ანგარიში.
3. პროფილი და კონტენტი
3.1. მომხმარებლის მიერ, ონლაინ პლატფორმაზე საკუთარ თავზე განთავსებული ინფორმაცია (მათ შორის, სახელი, გვარი, საკონტაქტოინფორმაცია, CV, სამუშაო გამოცდილება, განათლება და სხვა მონაცემები) ონლაინ ოლატფორმის მიზნებისთვის შესაძლოა გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა
მომხმარებლებისთვის.
3.2. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციისსიზუსტეზე, სისწორეზე ან კანონიერებაზე.
3.3. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ განთავსებული კონტენტი არ არღვევს მესამე პირისუფლებებს.
4. ვაკანსიების განთავსება
4.1. ვაკანსიის განთავსება წარმოადგენს ფასიან სერვისს.
4.2. თითოეული ვაკანსია აქტიურია 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
4.3. კომპანია უფლებამოსილია წაშალოს ვაკანსია ნებისმიერ დროს, თუ იგი:
- ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
- შეიცავს შეურაცხმყოფელ ან არალეგალურ შინაარსს;
- არღვევს პლატფორმის წესებს;
- არის დისკრიმინაციული;
- არსებობს კომპეტენტური ორგანოს შესაბამისი მოთხოვნა.
4.4. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
5. გადახდები და ფინანსური პირობები
5.1. გადახდები ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით. საქართველოს ბანკისა და/ან თიბისი ბანკის მეშვეობით.
5.2. ღირებულების გადახდის შემდეგ შეძენილი პაკეტი აისახება პლატფორმაზე არაუგვიანეს 12 საათისა.
5.3. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კომპანიისდისკრეციული შეფასების საფუძველზე.
5.4. ფასები შესაძლოა შეიცვალოს ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
6. აკრძალული ქმედებები
მომხმარებელს ეკრძალება:
- ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის განთავსება;
- თაღლითობა ან სისტემის ბოროტად გამოყენება;
- სპამი ან მასობრივი არასასურველი კომუნიკაცია;
- კანონმდებლობის დარღვევა;
- სხვა მომხმარებლის უფლებების დარღვევა.
დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს მომსახურება წინასწარიშეტყობინების გარეშე.
7. ანგარიშის შეწყვეტა და წაშლა
7.1. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს თავად წაშალოს ანგარიში.
7.2. ანგარიშის წაშლის შემთხვევაში მონაცემები ავტომატურად იშლება სისტემიდან.
7.3. კომპანია იტოვებს უფლებას წაშალოს ან შეაჩეროს ანგარიში წესების დარღვევის შემთხვევაში.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი:
- მომხმარებლებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებზე;
- ვაკანსიის ან CV-ის შინაარსზე;
- დასაქმების პროცესის შედეგზე.
- ანაზღაურების ტიპზე.
8.2. პლატფორმა წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიურ შუამავალს.
8.3. კომპანია არ აგებს პასუხს მესამე პირის მიერ განთავსებულ ინფორმაციაზე.
9. ტექნიკური შეფერხებები
კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომსახურების დროებით მიუწვდომლობაზე, რომელიცგამოწვეულია:
- ინტერნეტ ან ქსელის ხარვეზებით;
- მესამე მხარის სერვისებით;
- რაიმე სახის ტექნიკური გაუმართაობით;
- ფორსმაჟორული გარემოებებით (მათ შორის ბუნებრივი კატასტროფები, ომი, კიბერთავდასხმები და სხვ.).
10. მონაცემთა დაცვა
10.1. კომპანია ამუშავებს შემდეგ მონაცემებს:
- ელფოსტა;
- პროფილის ინფორმაცია;
- CV და სხვა ატვირთული დოკუმენტები;
- ტექნიკური ლოგები.
10.2. მონაცემები გამოიყენება მხოლოდ პლატფორმის ფუნქციონირებისა და მომსახურებისგაუმჯობესებისთვის.
10.3. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფისმიზნებისა ან კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10.4 გამოქვეყნებული ვაკანსიის დეტალები შესაძლოა გამოყენებულ იქნებს პლატფორმის მარკეტინგული აქტივობებისთვის.
11. Cookies და ანალიტიკა
ამ ეტაპზე პლატფორმა არ იყენებს cookies ან ანალიტიკურ სისტემებს. მათი დამატების შემთხვევაშიმომხმარებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული.
12. ინტელექტუალური საკუთრება
პლატფორმასთან დაკავშირებული ყველა ინტელექტუალური საკუთრება, მათ შორის ბრენდი, დიზაინი, პროგრამული კოდი და კონტენტი ეკუთვნის შპს ფაინდჯობ-ს.
13. ცვლილებები პირობებში
კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე პირობები. ცვლილებებიძალაში შედის მათი პლატფორმაზე გამოქვეყნებისთანავე.
14. მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა
წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დავის შემთხვევაში მას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
15. საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: info@findjob.ge / support@findjob.ge
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიულად მბოჭავ ხელშეკრულებას მომხმარებელსა
(შემდგომში „დამსაქმებელი“) და შპს „ფაინდჯობ“ (ს/კ 4012340) შორის.
1. მონაცემთა დამუშავება
კომპანია ამუშავებს მომხმარებლის მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის:
- იდენტიფიკაციის ინფორმაცია;
- საკონტაქტო მონაცემები;
- პროფესიული ინფორმაცია (CV, გამოცდილება და სხვა);
- ტექნიკური ინფორმაცია.
2. დამუშავების მიზანი
მონაცემები მუშავდება:
- პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
- მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად;
- სერვისის გაუმჯობესების მიზნით.
- მარკეტინგული აქტივობებისთვის.
3. მონაცემთა გაზიარება
მონაცემები არ იყიდება და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა:
- ტექნიკური მომსახურების პროვაიდერებისა;
- კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. მონაცემთა წაშლა
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემთა სრული წაშლა, რის შემდეგაც მონაცემებიიშლება სისტემიდან.
5. უსაფრთხოება
კომპანია იღებს გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა დაცვისთვის.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
FindJob წარმოადგენს მხოლოდ შუამავალ პლატფორმას და არ არის პასუხისმგებელი:
- დასაქმების პროცესის შედეგზე;
- მომხმარებლების მიერ განთავსებულ ინფორმაციაზე;
- მომხმარებლებს შორის წარმოშობილ დავებზე.
ბოლო განახლება: 2026 წელი, 28 ივნისი