კომპანიის შესახებ

კომპანია “მადერა ჯორჯია” საქართველოს ბაზარზე საქმიანობს 2004 წლიდან. საწარმო დაფუძნდა საბჭოთა პერიოდის ავეჯის საამქროს მატერიალურ ტექნიკურ ბაზაზე. დაარსებიდან მალევე კომპანიამ დაიწყო საერთაშორისო ბაზრის ათვისება და პირველი პროდუქციის ექსპორტი განახორციელა ისრაელში. საამქროს ტექნიკური მოდერნიზაციისა და კვალიფიციური კადრების მომზადების პარალელურად, მიმდინარეობდა საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და ხარისხის სტანდარტების კვლევა. აღნიშნული კუთხით კომპანია მუდმივად თანამშრომლობდა საერთაშორისოდ აღიარებულ დარგის ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან.

საწარმოს ისტორიაში გარდამტეხი პერიოდი უკავშირდება 2016 წელს ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის საერთაშორისო ორგანიზაცია – “PUM”-ის ექსპერტებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო საწარმოს პროდუქციის ევროპის ბაზარზე მეტ ცნობადობასა და მზარდ პოპულარიზაციას.

– 2011 საუკეთესო ექსპორტიორი
– 2015 წლის ბიზნესი
– 2015 წლის დამსაქმებელი
– 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი
– 2019 წლის ექსპორტიორი
– Covid-19 წინააღმდეგ თანადგომისთვის

დღესდღეობით, “მადერა ჯორჯია” აწარმოებს მასიური ხის ექსკლუზიური ავეჯის ყველა სახეობას გარდა რბილი ავეჯისა. წარმოებაში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ანტიკვარული ხის მასალა, რომელსაც გამოარჩევს ინდივიდუალურობა და ეკოლოგიურობა, აღნიშნული მასალის ასაკობრივი ზღვარი 200 წლიდან 400 წლამდე მერყეობს, რაც დადასტურებულია ევროპული ლაბორატორიული გამოკვლევებით. კომპანიის მზარდი და მოდერნიზირებადი მატერიალურ ტექნიკური ბაზა ორიენტირებულია უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე.

კომპანია საკუთარი პროდუქტით მასიურადაა წარმოდგენილი ევროპის, აშშ-სა და ისრაელის ბაზარზე.

პორტფოლიო

აქტიური ვაკანსიები

იყავით პირველი, ვინც შეაფასებს „Madera Georgia“-ს

თქვენი შეფასება ამ ჩამონათვალისთვის