სამუშაოს მიმოხილვა
-
გამოქვეყნების თარიღიივლისი 14, 2026
-
ქალაქითბილისი
-
ვადის გასვლის თარიღიაგვისტო 13, 2026
-
გამოცდილება1-3 წელი
-
სქესიყველა
-
კვალიფიკაციაბაკალავრის ხარისხი
სამუშაოს აღწერა
მარკეტინგული სააგენტო Creativecloud აცხადებს ვაკანსიას ვიდეოგრაფის
პოზიციაზე.
Creative Cloud არის გუნდი, სადაც მრავალწლიანი გამოცდილება და თამამი, კრეატიული
ხედვა ერთიანდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ახალი სახელით წარვდექით, ჩვენი
გუნდი ათეულობით წარმატებულ კამპანიასა და დიდ ბრენდებთან მუშაობის სტაჟს
ითვლის. ჩვენ არ ვართ დამწყებები; ჩვენ შევკრიბეთ სფეროს პროფესიონალები,
რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ აქციონ იდეა რეალურ ბიზნეს შედეგად.
ვეძებთ ადამიანს რომელსაც აქვს:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ვიდეორედაქტორის ცოდნა;
• კრეატიულად აზროვნების უნარი;
პასუხისმგებლობები:
• ვიდეოს გადაღება და დამუშავება (წინასწარ განსაზღვრული თაიმლაინით)
• სცენარის მიხედვით პროდუქტის, ღონისძიების და ვიდეორგოლის შექმნა;
• რილსების გადაღება;
• ვიდეორგოლების დათქმულ ვადებში შექმნა;
• სხვა დავალებები და ფუნქციები პასუხისმგებლობის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV და პორტფოლიო
ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hello@creativecloud.ge
თქვენი თავგადასავალი გელოდებათ – დავიწყოთ!